პოლიტიკა
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. გაფართოებული ფორმატის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. მხარეებმა UEFA-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისში UEFA-ს სუპერთასის მატჩის გამართვის მნიშვნელობას.
გამოითქვა იმედი, რომ საქართველოსა და UEFA-ს შორის მომავალი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.
“ჩვენთვის დიდი პატივია UEFA-ს სუპერთასის მასპინძლობა თბილისში, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული ღონისძიება ქვეყნისთვის და დიდი ზეიმი ფეხბურთის მოყვარულებისთვის”,–ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა UEFA-ს პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მიშელ პლატინის მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.