პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით, თბილისს ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრები ეწვივნენ
საქართველო, 12 აგვისტო, საქინფორმი. ტაავი რიივასი და ვიქტორ პონტა, ქართველ კოლეგასთან ერთად, „დინამო არენაზე“ UEFA-ს სუპერთასის მატჩს დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონეთისა და რუმინეთის პრემიერ-მინისტრებს ოფიციალურ სადილზეც უმასპინძლა.
UEFA-ს სუპერთასის მატჩი თბილისში გუშინ 22:45 საათზე გაიმართა. „დინამო არენაზე“ ერთმანეთს „ბარსელონა“ და „სევილია“ დაუპირისპირდნენ.