რედაქტორისგან
„ნარკომანი კარბელაშვილი დიდი ხანია ციხეში უნდა ლპებოდეს თავის თანამზრახველ - ნარკომან სააკაშვილთან ერთად!“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორის განცხადება

1-karbel-sam-1-red-1გუშინ, 2015 წლის 10 აგვისტოს, საქართველოს შსს-მ გაავრცელა განცხადება (იხ. ბოლოში), რომელთან დაკავშირებითაც საქინფორმი სრულ სოლიდარობას უცხადებს ქართულ პოლიციას - მთლიანად, და კერძოდ - საპატრულო ეკიპაჟებს, რომლებიც კონკრეტულად მონაწილეობდნენ საშიში დამნაშავის, გვარად კარბელაშილის დაკავებაში! მათ კიდევ ერთელ დაამტკციეს, რომ საქართველოში სამაგალითო საპატრულო პოლიციაა!

პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი სააკაშვილის ზონდერბრიგადისა და მისი დამნაშავეთა ბანდა „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური წევრია, რომელიც 9-წლიანი მმართველობის განმავლობაში ციხეებსა და პოლიციის განყოფილებებში საზარელი წამებით ხოცავდნა და აწამებდა ათობით ათას ადამიანს!

პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი, მის კვალდაკვალ კი - შს ყოფილი მინისტრი და აფრასიძეების ოჯახის მკვლელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ბარამიძე ბინძურად შეურაცხყოფდნენ პოლიციას, აგინებდნენ, ძაღლებს ეძახდნენ, წინააღმდეგობას უწევდნენ და ხელს უშლიდნენ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაში, ამიტომ უნდა დაისაჯონ! (ვიდეო იხ. აქ).

სამარცხვინოა იმის ყურება, თუ როგორ იგინება პარლამენტარი კარბელაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის მისამართით, რომლებისაც, სინამდვილეში, ძალიან ეშინია და აი რატომ.

ზოგიერთები ფიქრობენ, რომ კარბელაშვილმა იმ პოლიციელების წინაშე, რომლებიც ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ, სტრიპტიზი მოაწყო მხოლოდ თავისი ამორალურობის გამო ანდა უკიდურესი ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ყოფნის შედეგად, რაც თვითონვე აღიარა იმთავითვე. თუმცა, ეს ასე არ არის.

ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, მთელმა თბილისმა იცის, რომ კარბელაშვილი ნარკომანია. სწორედ ნარკოტიკებისადმი სიყვარულის ნიადაგზე დაუძმაკაცდა ის პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელმაც იგი სინეკურის - ქართული აერონავიგაციის შეფის უდარდელ, უზარმაზარ ხელფასიან  თანამდებობაზე დანიშნა.

კარბელაშვილი უსაქმურია და აერონავიგაციაში იმაზე მეტად როდი ერკვევა, ვიდრე  ოპერის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე დავით კეზერაშვილი - ჯუზეპე ვერდის ოპერა „ნაბუქო“-ში. სამაგიეროდ, მთელი თავისი თავისუფალი დრო კარბელაშვილი კაიფობდა სააკაშვილთან ერთად, რომლისთვისაც „გრევი“ - ნარკოტიკები მოჰქონდა. ზოგჯერ კი მას თავად მიშა უმასპინძლდებოდა - იმით, რაც მისთვის პეტრე ცისკარიშვილს მიჰქონდა.

ნარკოტიკების მორიგი დოზის საშოვნელად ხომ არ გაიჭრა ღამით კარბელაშვილი ოს ნარკომოვაჭრეებთან, საითაც გულმა სმის შემდეგ გაუწია, როგორც ეს, ჩვეულებრივ, ნარკომანებს ემართებათ ხოლმე? არა?! მაშ საით მიემართებოდა შუაღამისას სადემარკაციო ხაზის მახლობლად, თუ არა ოსეთისკენ? მსოფლიოში ხომ მხოლოდ ორ რამეს არ აქვს საზღვრები - ეკოლოგიას და ნარკომანიას! ქვეყნები შეიძლება ებრძოლონ ერთმანეთს, მაგრამ ნარკომანებს ყველა ქვეყნისა ერთმანეთი  მუდამ  ეყვარებათ და გაუგებენ!

თუ ის უკვე იმყოფებოდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და ამიტომაც დაიწყო გაშიშვლება ხალხის წინაშე და კამერის წინ პოზირება? (ვიდეო იხ. აქ). ხომ სწორედ ასე იქცევიან ნარკომანები, რომლებიც ახალ სინთეტურ ნარკოტიკებს მოიხმარენ აბებში, რომლებიც ხელშეუხებელ პარლამენტარებსა და დიპლომატებს ჩამოაქვთ უცხოეთიდან საქართველოში ჯიბეებითა და ბარგით! ამიტომ, სამწუხაროა, რომ ალკოტესტთან ერთად, კარბელაშვილს ნარკოტესტიც არ ჩაუტარდა.

ამგვარად, მიემგზავრებოდა კარბელაშვილი ოსებთან, მაგრამ აღმოჩნდა ოსიაურში - განყოფილებაში... და კიდევ, პოლიციამ უნდა შეამოწმოს - ხომ არ მიეშურებოდა იგი მორიგი პროვოკაციების მოსაწყობად ბანერებთან დაკავშირებით, რომლებიც ოსურმა მხარემ, უცნაური დამთხვევით, სწორედ გუშინ დადგა ახალ ადგილებში?!

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 11 აგვისტო
საქართველო, თბილისი

 

საქართველოს შსს-ს განცხადება

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ბორჯომი-თბილისის ავტომაგისტრალზე მოძრავი, შავი ფერის, „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა ავტოსაგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერეს. ავტომანქანას პარლამენტის წევრი გიორგი კარბელაშვილი მართავდა, რომელმაც დოკუმენტაციის და ალკოტესტით სტანდარტული შემოწმების მოთხოვნის პასუხად საპატრულო ეკიპაჟის წევრებს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი კარბელაშვილი და მისი თანმხლები პირი - ე.ბ. უახლოეს განყოფილებაში, ოსიაურში გადაიყვანეს.

 

მოგვიანებით, ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პარლამენტარი გიორგი კარბელაშვილი ავტომანქანას ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა მისი თანმხლები პირიც. შემოწმების ჩატარების შემდეგ გიორგი კარბელაშვილმა პოლიციის განყოფილება დატოვა, ხოლო ე.ბ. დაკავებულია. გამოძიება საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით).