პუბლიკაციები
სააკაშვილი, 11 აგვისტო, საქინფორმი. უკრაინული მედია BBC-ზე დაყრდნობით წერს, რომ ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს მისი მოადგილე მარია გაიდარი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
რამდენიმე გამოცემის მტკიცებით, BBC-ზე გავრცელდა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ გაიდარმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებების გამო, უკრაინის პრეზიდენტს მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას მედიასაშუალებები პოროშენკოს ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირებზე დაყრდნობით წერენ. ჩინოვნიკის ინფორმაციით, გაიდარი კიევში თავად ჩავიდა და გაუპატიურების გამო პრეზიდენტს მიმართა. არსებული ინფორმაციით, ოდესის გუბერნატორის მოადგილის განცხადების თაობაზე მოკვლევა მიმდინარეობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარდა ამისა პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის ქმედებებით აღშფოთებულია.