სამართალი
11 აგვისტოს თბილისში, უეფა-ს სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება ზოგიერთ ქუჩაზე აიკრძალება

1kubok-samart-2საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს განცხადებას,ს ადაც, კერძოდ, ნათქვამია: გაცნობებთ, რომ 11 აგვისტოს, 18:00 საათიდან, თბილისში, უეფა- სუპერთასის მატჩთან დაკავშირებით, ავტომანქანების გადაადგილება იკრძალება შემდეგ ქუჩებზე:

მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის კვეთიდან ცაბაძისა და თევდორე მღვდლის ქუჩების კვეთამდე (ცაბაძის ქუჩა სრულად დაიკეტება);

წერეთლის გამზირის დასაწყისიდან (N1-დან) ვახუშტის ქუჩის კვეთამდე;

დაიკეტება დ.აღმაშენებლის გამზირი. კერძოდ, თამარ მეფის გამზირისა და დ.აღამაშენებლის გამზირის კვეთიდან დ.აღმაშენებლის გამზირისა და ცაბაძის ქუჩის კვეთამდე;

ავტომანქანები ვერ იმოძრავებენ დავით ყიფიანისა და მეტრეველის ქუჩებზე;

მოძრაობა იკრძალება თამარ მეფის გამზირისა და მ.წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთიდან მ.წინამძღვრიშვილის ქუჩისა და წერეთლის გამზირის კვეთამდე;

მძღოლები ვერ იმოძრავებენ აბასთუმნის ქუჩაზე.

შედეგად, სრულად დაიკეტება .პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის - „დინამო არენასმიმდებარე ქუჩები.

ავტომანქანებით გადაადგილება ქუჩების გადაკეტვის დროს ნებადართული იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თამარ მეფის გამზირსა და თევდორე მღვდლის ქუჩაზე“.