საზოგადოება
საქართველო, 11 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილის მესამე ვაჟი გაბრიელი 9 აგვისტოს მოინათლა.
გაბრიელ ღარიბაშვილის ნათლიები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილია.
„დღეს ჩემი გაბრიელი გაქრისტიანდა... ნათლობის საიდუმლოს სამების ტაძარში ვაზიარეთ. ჩემთვის უძვირფასესმა ადამიანებმა მონათლეს - მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ და ბერამ...
გაბრიელი ძალიან იამაყებს, როცა მათ გაიცნობს, როცა მოუსმენს... მჯერა, ნათლიებიც იამაყებენ... მინდა, ცხოვრების გზაზე უფლის მფარველობით იაროს...“ - დაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა თავის facebook-გვერდზე.