სამართალი
„თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ფულადი თანხის თაღლითურად გამოძალვის ფაქტზე კახაბერ მაღრაძე და იოსებ ელიაშვილი დააკავეს.
წარსულში ნასამართლევმა კახაბერ მაღრაძემ და ასევე ნასამართლევმა იოსებ ელიაშვილმა ერთ-ერთი მსჯავრდებულის მეუღლეს, ანა გიგაურს ვითომდა მეუღლის სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, მოტყუებით 5000 აშშ დოლარი გამოსძალეს. კახაბერ მაღრაძე ანა გიგაურს როგორც პროკურორი დავით ქორიძე გაეცნო და დაარწმუნა, რომ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მოახერხებდა პატიმრობაში მყოფი მეუღლის გათავისუფლებას.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სსკ 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ა“ და მე-3 ნაწილი ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ითვალისწინებს“, - ნათქვამია, კერძოდ, პროკურატურის განცხადებაში.