სამართალი
ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად თავდაცვის, იუსტიციის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

1memo-samart-2საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 8 აგვისტოს მოაწერეს.

ჩვენ გვინდა რომ საქართველოში ახალგაზრდები არა მხოლოდ წინაპრების გმირების მაგალითებით იზრდებოდნენ, არამედ, მათი დროის, მათი თაობის გმირებით, მათი მშობლების თაობის გმირებით. ამიტომ მისასალმებელია ეს ინიციატივა, რომ საშუალო სკოლებში მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმავე აგვისტოს ომის გმირებს იცნობდნენ. ეს მნიშვნელოვანია მათი სახელების უკვდავსაყოფად და მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის, იმის გაცნობიერებისთვის, რა გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მოთხოვნებს გვიწესებს 21- საუკუნე“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

თავდაცვის, იუსტიციისა და განათლების სამინისტროები ასევე ითანამშრომლებენ პროექტის - წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, რომელიც IV-V კლასების მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქართველი ჯარისკაცებისთვის გაგზავნას ითვალისწინებს. კონკურს თანამედროვე გმირების“ ფარგლებში კი VII-VIII კლასის მოსწავლეები აგვისტოს ომის გმირების შესახებ ვიდეორეპორტაჟებს მოამზადებენ. წარმატებული ვიდეორეპორტაჟები სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე აიტვირთება.