სამართალი
შსს-მ სამცხე-ჯავახეთში უკანონო თევზჭერის ფაქტზე ექვსი პირი ამხილა

1mvd-samart-1საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა 6 პირი: სიმონ , ბექა , დავით , გიორგი , კობა . და დავით . უკანონო თევზჭერის ფაქტზე ამხილეს.

სამართალდამცველებმა სიმონ ბ. ადიგენის რაიონის სოფელ უდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, დავით ტ. ადიგენის რაიონის სოფელ არლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ქვაბლიანთან, გიორგი ტ. და კობა კ. ბორჯომის რაიონში, მდინარე გუჯარულასთან, ხოლო ბექა ფ. და დავით ფ. დაბა ასპინძის მიმდებარე ტერიტორიაზე მდინარე მტკვართან იმ დროს ამხილეს, როდესაც ისინი თევზს აკრძალული საშუალებით იჭერდნენ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან თევზაობისთვის საჭირო ელექტროაპარატი, ჩოგან-ბადეები და უკანონოდ დაჭერილი 40 კილოგრამი თევზი ნივთმტკიცებად ამოიღო. მხილებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.