აქტუალური
თინა ხიდაშელი: „ოპოზიციაში ყოფნის დროს ცნობილი ანეკდოტი გვქონდა რუსთავი 2-ზე“

1tina-aqtual-2საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რუსთავი 2“-ს სარედაქციო პოლიტიკას უწუნებს და ოპოზიციაში ყოფნის დროს არსებულ ანეგდოტს იხსენებს.

მთავარია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭირვალე და არავის დარჩეს... რუსთავი 2-ის ტაბელური იარაღივით ერთი მინისტრიდან მეორე მინისტრზე გადაცემის შესახებ თქვენთვის ცნობილია ბოლო 2004 წლიდან მოყოლებული. ჩვენ ვხუმრობდით კიდევაც ოპოზიციაში როცა ვიყავით, ასეთი ცნობილი ანეკდოტი გვქონდა: თავდაცვის მინისტრები როგორც აბარებენ საკუთარ პორტფელს როდესაც მიდიან თანამდებობიდან - ასე აბარებენ რუსთავი 2-ის წილებსაც“, - აცხადებს, კერძოდ, თინა ხიდაშელი.