აქტუალური
სადღობელაშვილი - გვარამიას: „ხმა ჩაიგდე სისხლიანო მანქურთო და ნუ იმუქრები რევოლუციით, არავინ არ გამოვა შენი ნაცების პროპაგანდის იარაღის რ 2-ის დასაცავად!“

1sadgob-aqtual-1საქართველო, 10 აგვისტო, საქინფორმი. ახალგაზრდული ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ ლიდერი ლადო სადღობელაშვილი „რუსთავი 2-ის “ დირექტორ ნიკა გვარამიას მიმართავს :
„მივმართავ სისხლიან პროკურორ ნიკა გვარამიას!!!

შენ ხარ არსება, რომლის ხელებიც სისხლითაა შეღებილი, შენ ხარ 7 ნოემბრის სისხლიანი დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი,შენ ხარ ის სისხლიანი პროკურორი, რომელმაც სანდრო გირგვლიანისა და ბუტა რობაქიძის მკვლელების გამართლებაზე იზრუნა ანუ მკვლელობის თანამომაწილე ხარ. შენ ხარ ის სისხლიანი პროკურორი, რომელიც პატიმრების გაუპატიურების და წამების შედეგად მიღებული ჩვენებებით უდანაშაულო ხალხს ციხეებში ალპობდა, შენ ხარ სისხლიანი ,მშიშარა კურდღელი, რომელსაც ეშინია თავისი ბინძური ცოდვების და ამიტომ ნუ კივიხარ და ნუ იწყევლები დედაკაცივით. ბოლოს და ბოლოს შარვალი გაცვია და სულმთლად ნუ გადედაკაცდები. ხმა ჩაიგდე სისხლიანო მანქურთო და ნუ იმუქრები რევოლუციით, არავინ არ გამოვა შენი ნაცების პროპაგანდის იარაღის 2-ის დასაცავად, მაქსიმუმ ტაბულა ბიცოლა, ნანუკა და მათი სადაქალო აგყვეს კივილ-წივილში. ნუთუ ვერ ხვდები, რომ ხალხს ეზიზღები, შენი მიშას ჯიბის ტელევიზიანად?!

მეცოდები, რადგან საცოდავი ხარ, რადგან ტყუილსა და ღალატს ემსახურები სისხლიანო პროკურორო. დამთავრდა თქვენი საქმე, დადგა დრო სამართლიანობის აღდგენის”, -  წერს სადღობელაშვილი.