„აშშ არასოდეს არ მოიხდის ბოდიშს ჰიროსიმას გამო!“ - პრეზიდენტ ტრუმენის შვილიშვილი დარწმუნებულია, რომ ბომბებს დიდი სარგებლობა მოჰქონდათ
საქართველო, 7 აგვისტო,
საქინფორმი. აშშ არასოდეს მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ ჰიროსიმასა და ნაგასაკის თავზე ბომბები ჩამოყარა, - განაცხადა
კლიფტონ ტრუმენ დენიელმა, პრეიზიდენტ
ჰარი ტრუმენის შვილიშვილმა, რომელმაც 70 წლის წინ იაპონიის ქალაქების ბირთვული დაბომბვის ბრძანება გასცა, - წერს RT.
კლიფტონის თქმით, ის არასოდეს გრძნობდა რაიმე პირად კავშირს ამ მოვლენასთან და დარწმუნებული იყო, რომ „ბომბებს დიდი სარგებლობა მოჰქონდათ“, რადგან მათი მეშვეობით ომს წერტილი დაესვა.