უცხოეთი
„სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარი ორი დღით ჩაიკეტება“ - ტასი

1-gran-zar-1საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. 9 აგვისტომდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი, რესპუბლიკაში სამგლოვიარო ღონისძიებასთან დაკავშირებით, ჩაიკეტება, - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იტყობინება.

აგვისტოს ომის მეშვიდე წლისთავთან დაკავშირებით, სამგლოვიარო ღონისძიებების ჩატარების პერიოდში, 7 და 8 აგვისტოს შეწყდება მოქალაქეთა გატარება საქართველოსთან გადამკვეთი სახელმწიფო საზღვრის ადგილებში“, - ნათქვამია ცნობაში.