სამართალი
საგარეო საქმეთა სამინისტრო: „თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან გამომდინარე, ვურჩევთ საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთში გადაადგილებისაგან“

1-terakt-samart-2საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. თურქეთში ტერორისტული თავდასხმის არეალში ქართული ტრაილერები მოხვდნენ. გადამზიდავი კომპანიის მანქანები გადამწვარია, მძღოლები კი რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ თავდასხვას ცოცხლად გადაურჩნენ (ვიდეო იხ. აქ).
5 აგვისტოს დილით საზღვარი უკვე გადმოკვეთეს 31 ივლისის ტერორისტული აქტის დროს დაზარალებულმა მძღოლებმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისგან თავის შეკავებას ურჩევს.

“თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში უკანასკნელ პერიოდში გახშირებული ტერორისტული აქტებიდან და თავდასხმებიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ურჩევს საქართველოს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში გადაადგილებისაგან (კერძოდ, არდაჰანის, ერზრუმის, ერზინჯანის, ყარსის, იღდირის, აღრის, ვანის, ბითლისის, მუშის, ბინგოლის, ელაზიღის, თუნჯელის, მალათიას, შალნიურფასა და ჰაქქარის ვილაიეთები). საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებს”, – ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.