შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
საქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. შსს-სკახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს
თანამშრომლებმა კახა ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით თელავის რაიონის სოფელ ართანაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კახა კ-მ, გვიან ღამით, არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში რამდენიმეჯერ გაისროლა. გასროლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ქარხნული წესით დამზადებული, „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის „ა-კა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 12 მასრა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.