ლარი კვლავ გაუფასურდა - ერთი დოლარის ღირებულება 2.31 ლარი გახდა
საქართველო, 7 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვით, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ერთი დოლარის შეძენა უკვე
2.31 ლარად არის შესაძლებელი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში გამყარდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.4886 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა გუშინ მოქმედი კურსი 2.5023 ლარს შეადგენს.