პუბლიკაციები
ბავშვები ბაკურიანში დასასვენებლად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გააცილა.
„საზოგადოებაში ტოლერანტობის სულისკვეთებისა და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მრავალეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს სასიამოვნო დასვენება უსურვა.
ბანაკში, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები გაემგზავრნენ. პროექტი საქართველოში მესამედ ხორციელდება და მისი ფინანსური მხარდამჭერია: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს საერთაშორისო ინსტიტუტი, ევროკავშირისა და „ებრაელთა ევრო-აზიური კონგრესი“.