საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები ბაკურიანში გააცილა

1-ali-saz-1-an-1-mtსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ფრაქციასთან ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოსთვის არსებული ეროვნულ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს ინიციატივით, თბილიის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზაცია ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის ძალისხმევით, 5-დან 15 აგვისტოს ჩათვლით, 75-მდე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბაკურიანში საერთაშორისო ბანაკ ტოლერანტობის სათავეები-ში გაემგზავრა.

ბავშვები  ბაკურიანში დასასვენებლად თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა გააცილა.

საზოგადოებაში ტოლერანტობის სულისკვეთებისა და დემოკრატიული ფასეულობების განმტკიცება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მრავალეთნიკური ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა“, - განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბავშვებს სასიამოვნო დასვენება უსურვა.

ბანაკში, როგორც საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ისე უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრები გაემგზავრნენ. პროექტი საქართველოში მესამედ ხორციელდება და მისი ფინანსური მხარდამჭერია: ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გოეთეს საერთაშორისო ინსტიტუტი, ევროკავშირისა და „ებრაელთა ევრო-აზიური კონგრესი“.

1-ali-saz-1-an-1-1 1-ali-saz-1-an-1-2