პოლიტიკა
თეა წულუკიანი: „ინტერპოლის გადაწყვეტილება ხელს უშლის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს დანაშაულთან ბრძოლის საქმეში“

1-teaa-polit-2-analitსაქართველო, 7 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ იუსტიცის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
წულუკიანის თქმით, მას აქვს კითხვები ინტერპოლთან, დავით კეზერაშვილის ძებნილთა სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, ინტერპოლის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ძალოვან სტრუქტურებს ხელს უშლის დანაშაულთან ბრძოლის საქმეში. ეს სამწუხარო ფაქტია, რადგანაც ჩვენ ინტერპოლთან ტრადიციულად, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაქვს. საქართველოს მხრიდან ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, იქნება ეს ექსტრადირებით, თუ პატიმართა გადაცემა-გადმოცემის საკითხებში, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას რაც შეეხება, მე მაქვს ჩემი კითხვის ნიშნები, თუ როგორ იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რადგან მათ მეთოდი შეცვალეს. ვისურვებდი, რომ პოლიცია, მათ შორის, ინტერპოლი არ დაემსგავსოს სტრასბურგის სასამართლოს, რომელიც უფრო უფლებებზე აკეთებს აქცენტს, ვიდრე დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაზე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.