უცხოეთი
აშშ-მა თურქეთის ტერიტორიიდან სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმები დაიწყო

1-avia-zar-2საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. აშშ-მა თურქეთის ტერიტორიიდან სირიის ტერიტორიაზე პირველი ავიადარტყმები განახორციელა, იტყობინება ოთხშაბათს ტელეკომპანია CNN ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით.

ივლისში თურქეთმა შესაძლებლობა მისცა აშშ-ს თურქეთის ერთ-ერთი ავიაბაზიდან განახორციელოს დარტყმები სირიაში, დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე.

ასევე ორმა ქვეყანამ განიხილა „უსაფრთხოების ზონის“ შექმნის შესაძლებლობის საკითხი სირიის ჩრდილოეთით, სირიის შეიარაღებული ოპოზიციისათვის, რომელსაც როგორც სირიის სამთავრობო არმია, ასევე „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები და დაჯგუფება  „ჯაბხატ ან-ნურსა“ ავიწროებენ.