სამართალი
„10 პარტია ალკოჰოლური პროდუქცია - კონიაკი "ძველი კახეთი", ღვინოები "კოლხიდა" და "საფერავი" არ შეესაბამება სერტიფიკატს“ - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ "როსპოტრებნადზორის" განცხადების შესწავლა დაიწყო

1-alko-SAMART-3საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ისინი მითითებული საკითხებით დაინტერესდნენ და დეტალებს არკვევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები დაინტერესდნენ "როსპოტრებნადზორის" განცხადებაში მითითებული პროდუქცის კონკრეტული შემთხვევით, დაიწყეს საკითხის შესწავლა და დამატებით დეტალებში გარკვევა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მიერ ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ხარისხი მკაცრად კონტროლდება და მოწმდება შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიებში. საქართველოდან მსოფლიოს 35 ქვეყანაში ხორციელდება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი. 2015 წლის იანვარ-ივლისის პერიოდში ექსპორტის მატებაა ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებზე, როგორებიცაა ჩინეთი - 35%, საფრანგეთი 119%, კორეა 221%, აშშ - 20%, გერმანია - 17%, კანადა - 100%, იაპონია - 10%; პოლონეთი 2%, ლატვია - 9%, ესტონეთი - 19%, და სხვა“, - ნათქვამია, კერძოდ, სამინისტროს განცხადებაში.

"ხარისხის ანალიზი და მოწოდებული პროდუქციის უსაფრთხოება ადასტურებს წარმოების ტექნოლოგიის დარღვევებსა და არასაკმარის კონტროლს გამოშვებულ პროდუქციაზე როგორც მწარმოებლის, ისე საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელი ორგანოების მიერ", - განაცხადეს რუსეთის სანიტარული უწყების პრესსამსახურში.

მათივე ცნობით, 2015 წელს რუსეთში საქართველოს 45 მწარმოებლის მიერ მთლიანობაში 6,7 მილიონი ლიტრი პროდუქცია შევიდა, საიდანაც პროდუქციის 10 პარტია გამოვლინდა (კონიაკი "ძველი კახეთი", "კოლხიდა", "საფერავი"), რომლებიც ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. პროდუქციის ყველა პარტია, რომელიც მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, რუსეთის ტერიტორიაზე არ დაუშვეს.