შსს-ს საპატრულო პოლიციამ ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი 560 აბი ამოიღო
საქართველო, 6 აგვისტო,
საქინფორმი. შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით,
მუხრან ა. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 560 აბი სამედიცინო პრეპარატი „აქტიფედი“ ამოიღეს, რომელიც 33,6 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება ფსევდოეფედრინს შეიცავს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.