საზოგადოება
გუდაუთის ქუჩაზე ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მერია დაეხმარება

1-saz-3-gud-mtსაქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. გუდაუთის ქუჩაზე მომხდარ ხანძარს დედაქალაქის მერი გუშინ თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დაღუპულთა ოჯახებს მერია დახმარებას გაუწევს. მან სათანადო დავალება შესაბამისი რაიონის გამგეობებისა და შპს "ჰერმესის" ხელმძღვანელებს უკვე მისცა.

ჩვენდა სამწუხაროდ, შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა, ხანძარს ორი ჩვენი თანამოქალაქე ემსხვერპლა. მინდა, მათ ოჯახებს სამძიმარი გამოვუცხადო. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თბილისის მერია ამ ოჯახებს გვერდით დაუდგება და შესაბამისი მოსმსახურება, საჭიროებები ჩვენი მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუდაუთის ქუჩაზე - უზარმაზარ სასაწყობე შენობაში, სადაც, იქვე მდებარე სამეურნეო ე. წ. ელიავას ბაზრობაზე სარეალიზაციოდ, საღებავები ინახებოდა, ძლიერი ხანძრის შედეგად სულ 6 ადამიანი დაშავდა, აქედან ორი მეხანძრეა, დანარჩენი კი ბაზრობაზე მომუშავეები. მათმა ნაწილმა საავადმყოფო უკვე დატოვა - დამწვრობის ცენტრში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ამ დრომდე რჩება სამი დაშავებული.

გარდაცვლილია 2 ადამიანი - საწყობის დირექტორი და მისი მოადგილე, რომლებიც აფეთქების მომენტში თავის კაბინეტში იმყოფებოდნენ, რომელთა ცხედრებიც ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. რამ გამოიწვია აფეთქება, ჯერჯერობით დადგენილი არ არის, შავი კვამლი თბილისის ფარგლება გარეთაც მოჩანდა. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შვეულმფრენების მეშვეობით მოხერხდა.

1-saz-3-1 1-saz-3-2
1-saz-3-3 1-saz-3-4
1-saz-3-5 1-saz-3-6