საზოგადოება
საქართველო, 6 აგვისტო, საქინფორმი. მშენებლობა 2015 წლის თებერვალში დაიწყო. ამ ეტაპზე შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები და გარე ფასადის მოწყობა მიმდინარეობს.
2002 წელს თბილისში მომხდარი მიწისძვრის შედეგად კრწანისის №21-ში მდებარე მე-20 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობა და ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსი მძიმედ დაზიანდა. ბაღმა სააღმზრდელო პროცესი ნაქირავებ სახლში გააგრძელა.
იმავე ადგილზე საცხოვრებელი კორპუსისა და საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობების ერთად აშენების ვალდებულება სხვადასხვა წლებში რამდენიმე კომპანიამ აიღო. თუმცა, ვალდებულება ვერ შესრულდა, რადგან საცხოვრებელი კორპუსი, თბილისის მერიის სასარგებლოდ, იპოთეკის ხელშეკრულებით იყო დატვირთული.