აქტუალური
თავდაცვის სამინისტროში გამართულ სამუშაო შეხვედრას მინისტრის მრჩეველი შოთა ღვინერია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები (ODC) ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის პროექტის მიმდინარეობის პროცესს.