საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ვალერიუ სტრელეტს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა
საქართველო, 6 აგვისტო,
საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა მოლდოველ კოლეგას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება და მეგობრობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც ეფუძნება ჩვენს საერთო ღირებულებებს და ევროპულ მისწრაფებებს. დარწმუნებული ვარ, ტრადიციული მეგობრობა და სანდო პარტნიორობა მომავალშიც გაღრმავდება სხვადასხვა კუთხით, განსაკუთრებით, ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნების საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მილოცვაში.