სამართალი
ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენზე აფეთქება მოხდა

1-afetqeba-sam-3საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. გავრცელებული ცნობით, აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსის პროვინციაში გამავალი მილსადენის მონაკვეთზე მოხდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი უცნობია.
ყარსის გუბერნატორის განცხადებით, ამ დროისთვის გამოძიება მიმდინარეობს. რეგიონში ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება შეაჩერეს.

აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-ის ცნობით, აფეთქება თურქეთის ტერიტორიაზე, ყარსში, ტყის ტერიტორიაზე მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია, თუმცა, ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა და ხანძარი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.

თვითმხილველთა განცხადებით აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მისი ხმა 20 კილომეტრის დაშორებით ისმოდა.