სამართალი
"ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები" - ამ სახელწოდებით ვიდეო-რგოლი გამოაქვეყნა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა

1-visa-sam-2საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ძვირფასო მოქალაქეებო, გთხოვთ, მოისმინოთ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესები, რომელიც ძალაში შევა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შემდგომ. უვიზო მიმოსვლით ისარგებლებენ ვიზიტორები, 180 დღის განმავლობაში მაქსიმალური 90 დღის ვადით, სასაზღვრო პუნქტთან მგზავრებს შესაძლოა მოსთხოვონ შემდეგი დოკუმენტაცია: ბიომეტრიული პასპორტი, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი საბუთი, დასაბრუნებელი ბილეთი, სამოგზაურო დაზღვევა და სასტუმროს ჯავშანი. სასიამოვნო მგზავრობას გისურვებთ!- ნათქვამია აღიშნულ ვიდეოში.

უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მთავარი წინაპირობაა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით (VLAP) განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება. სამოქმედო გეგმის შესრულებისა და შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.