სამართალი
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორიამ და სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმა დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნეს.
შეხვედრაზე ნიკოლაევის საოლქო საბჭოს თავჯდომარე იგორ დიატლოვმა იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. მან სურვილი გამოთქვა, რომ ქართველმა სამართალდამცველებმა დანაშაულთან ბრძოლის საკუთარი გამოცდილება უკრაინელ კოლეგებს გაუზიარონ და უკრაინაშიც გატარდეს მსგავსი რეფორმები.