აქტუალური
ურეკში ხალხმა ცოცხალი ჯაჭვით მაშველები დახრჩობას გადაარჩინა

1-ureki-akt-3საქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. სოციალურ ქსელში ფოტო გავრცელდა, რომელიც ურეკშია გადაღებული. გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 13 წლის გოგონა დახრჩობას გადაარჩინეს, თუმცა თავად დასჭირდათ დახმარება. ძლიერი შტორმის გამო ისინი წყლიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. მათ გადასარჩენად დამსვენებლებმა ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს. საბოლოოდ კი მაშველების გადარჩენა და ზღვიდან გამოყვანა ერთობლივი ძალებით ხალხმა მაინც შეძლო.

შავი ზღვისპირეთში მაშველებმა ბოლო დღეების განმავლობაში 110 ადამიანი გადაარჩინეს.

ბოლო რამდენიმე დღეა შავი ზღვის სანაპიროზე შტორმია, რის გამოც მაშველები დამსვენებლებს ზღვაში შესვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.