„საქინფორმისთვის“ კულუარული ინფორმაციის წყალობით ცნობილი გახდა, რომ კრმინალური პოლიციის შეფის, ერეკლე კოდუას ძმას, ცნობილი ქართველი საქმოსანი ქალის, ლაურა ღაჭავას შვილსა და ასევე ცნობილი ღურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის მაზლს, გიორგი კოდუას ავიაკომპანია „სქაი ჯორჯიას“, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ლადო გურგენიძე ეცილება, ხოლო თავად გიორგი საცხოვრებლად აფრიკაში გადავიდა.
“ საქინფორმის“ ჟურნალისტი ორივე მხარეს დაუკავშირდა,ლადო გურგენიძის პრეს სამსახურის უფროსმა განგვიმარტა, რომ „ლიბერთი ბანკის მმართველი“თბილისში არ იმყოფება, რის გამო ვერ მოვისმინეთ მისი კომენტარი,თუმცა გურგენიძემ არც ელექტრონულად ფოსტაზე მიწერილ ჩვენს კითხვას უპასუხა, თუმცა საკმაოდ ვრცლად გვიპასუხა გიორგი კოდუამ.
ცნობილი გახდა, რომ ლადო გურგენიძემ თქვენი ავიაკომპანია „სქაი ჯორჯია“ წაგართვათ,შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს.
სანამ ამ ქვეყანაში კანონი კანონობს,მანამდე ვერავინ, ვერავის, ვერაფერს, ვერ წაართმევს და მე მჯერა რომ ეს ასეც მოხდება.“ლიბერთი ბანკთან“ ჩვენ უბრალოდ გვაკავშირებს თანამშრომლობა, ისევე როგორც ბევრ სხვა ბანკებთან, სახალხო ბანკში გვქონდა კრედიტი მილიონ ნახევრი,შემდეგ გახდა ეს“ლიბერთ ბანკი“,ისინი ვერ გაერკვნენ და შესაბამისად ვერც ჩვენ გაგვარკვიეს ვალდებულებებში,რის შედეგადაც მოხდა გაუგებრობა თანხასთან დაკავშირებით,მაგარმ მალე ყველაფერი გაირკვევა, იმიტომ რომ სარჩელი უკვე შეტანილია სასამართლოში და მყავს ძალიან კომპეტენტური იურისტი, რომელიც ყველა ამ საკითხს სათანადოდ მიგვარებს,ლადოს უბრალოდ უნდა სხვისი დაწყებული საქმე თავისი ხელით მართოს, მაგრამ ეს მიუღებელია. სამჯერ გადაგვიდეს სასამართლო და ყავდათ ისეთი არაკომპეტენტური მოსამართლე, რომელიც საერთოდ არ იყო გაცნობილი საქმეს, მგონი საერთოდ წაკითხულიც არ ჰქონდა, რაც ჩვენ გავაპროტესტეთ. ჩემი ერთადერთი მიზანია, რომ კომპანიამ იარსებოს, რადგან ცოტა ხნით რეისები შეჩერებული გვქონდა,მე მჯერა კანონის უზენაესობის და მჯერა რომ სიმართლე იზეიმებს.
ასევე გავიგეთ, რომ თითქოს თქვენ აფრიკაში გადადიხართ საცხორებლად,რამნდენად სწორია ეს ინფორმაცია?
არ არის მართალი, უბრალოდ მე ცოტა ხნის წინ ევროპაში ვიმყოფებოდი ავიაციის კონფერენციაზე, ამგვარ კონფერენციებზე მე საკმაოდ ხშირად დავდივარ და სწორედ იქ მივიღე შემოთავაზება, რომ მე მეხელმძღვანელა ანუ დავხმარებოდი აფრიკის ერთ–ერთი ქალაქის ავია კომპანიას, რაც რათქმაუნდა არ ნიშნავს ჩემს გადასვლას ამ ქვეყნიდან, მე მზად ვარ ნებისმიერ ქვეყანაში ჩავიდე, სადაც დამიქირავებენ. მე თბილისიდან გასაქცევად საქმე არე მაქვს.
იმედია სასამართლო გაარკვევს მტყუან–მართალს, მაგრამ გიორგი კოდუას იმედი, რომ საქართველოში კანონი კანონობს, არაერთხელ გაუცრუვდათ გირგვლიანების,ვაზაგაშვილებისა და რობაქიძეების ოჯახებს.