აქტუალური
დიმიტრი ხუნდაძე - „სოციალურად დაუცველების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არ არის სწორი“

1-dmitri-akt-2-anსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სოციალურად დაუცველთა საკითხებთან დაკავშირებით ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალდებებს პასუხობს და "ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნო ტრიუკში ადანაშაულებს.

ბოლო პერიოდშინაციონალური მოძრაობისწევრების მიერ სოციალურ თემატიკაზე ხდება ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რაც განპირობებულია არჩევნების მოახლოებით და, ასევე, ცდილობენ ისინი, რომ მეტი ნეგატივი მიაწოდონ მოსახლეობას, 8 აგვისტოს თარიღის მოახლოებასთან დაკავშირებით. 2011 წლის ოქტომბრისთვის, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას, სწორედ ამ თარიღიდან იწყება ქვეყანაში სოციალურად დაუცველთა რაოდენობის ზრდა და პიკს 2012 წლის იანვრამდე აღწევს, რადგანაც წინასაარჩევნოდნაციონალებსჰქონდათ იმედი, რომ სოციალურად დაუცველებისგან საარჩევნო ხმებს მიიღებდნენ. „ნაციონალური მოძრაობისმიერ ბენეფიციართა რაოდენობის ზრდას 2013 წლამდე 2 მიზეზი ჰქონდა. ერთი ის, რომ ხელისუფლებას მოუწევდა დაკორექტირება და, ასე ვთქვათ, დაუმსახურებლად დარიგებული სტატუსის მოხსნა იმათთვის, ვისაც არ ეკუთვნოდა, რაც უკმაყოფილების გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზია. მეორე მიზეზია ის, რომ ბიუჯეტიდან დიდი თანხების გასვლა, ზედმეტი ტვირთი ყოფილიყო ახალი ხელისუფლებისთვის. ჭიაბერაშვილის განცხადება, თითქოს, 2012 წელთან შედარებით 128 ათასით შემცირდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, არასწორია“, - განაცხადა ხუნდაძემ.

დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ სოციალურად დაუცველთათვის ახალი კრიტერიუმები შეიმუშავა, რის საფუძველზეც ისინი გაორმაგებულ თანხებს მიიღებენ.

ჩვენმა ხელისუფლებამ ახალი შეფასებითი კრიტერიუმი შეიმუშავა, თუმცა, რეფორმას ხარვეზებიც სდევს თან, მაგალითად მარტოხელა პენსიონერები დარჩნენ სოციალურად დაუცველის სტატუსის მიღმა და შემწეობა ვერ მიიღეს.
ეს ხარვეზი დროულად იქნა აღმოფხვრილი, მათ სტატუსი დაუბრუნდებათ და შემწეობაც აღუდგებათ, ასევე, მიიღებენ იმ თვეების შემწეობასაც, რაც მათ გაუცდათ. ჩვენ, ასევე, სოციალურად დაუცველთა შემწეობის თანხები გავაორმაგეთ, შესაბამისად, ოჯახის პირველი წევრი ნაცვლად 30 ლარისა 60 ლარს მიიღებს, ხოლო ყოველი შემდეგი წევრი 24 ლარის ნაცვლად - 48 ლარს. ახალი კრიტერიუმების თანახმად, შემწეობის გაცემა გრადაციული პრინციპით ხდება, ანუ ვინც ყველაზე მეტად საჭიროებენ, ისინი მეტ დახმაერბას მიიღებენ, ვინც ნაკლებად - ნაკლებს. მანამდე ამ სტატუსის მინიჭება 57 ათას ქულამდე ხდებოდა ახლა ეს გაიზარდა 65 ათას ქულამდე. 65 ათასი ქულის ზემოთ 100 ათასამდე არის ბავშვის შემწეობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ბავშვი, სოციალურ შემწეობასთან ერთად, დამატებით 10 ლარს მიიღებს“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალები“ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ და მოუწოდა მათ, რომ სოციალურად დაუცველების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არასწორია.

„ჭიაბერაშვილის განცხადება, იმასთან დაკავშირებით, რომ სოციალურად დაუცველებისთვის ნაკლები თანხები გაიცემა, ვიდრე მანამდე გაიცემოდა და შემწეობის ზრდა მოხდა იმის გამო, რომ ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა, არასწორია. 2012 წლის მარტის თვისთვის 11 მილიონი იყო გაცემული და ახლა იგივე რაოდენობის ბენეფიციარები 20.5 მილიონის ოდენობის თანხას 2011 წლის ოქტომბრის და 2015 წლის ივნისის თვის ბენეფიციართა რაოდენობის მაჩვენებელს შორის თანხვედრაა. იღებენ, ანუ თანხა ბენეფიციართა რაოდენობის შემცირების ხარჯზე არ გაზრდილა. ჭიაბერაშვილის განცხადებები საფუძველს მოკლებულია და მოვუწოდებ მას, ასევე, „ნაციონალურ მოძრაობას“, სოციალურად დაუცველების პოლიტიკური თამაშებისთვის გამოყენება არ არის სწორი“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.