აქტუალური
„ჩვენ თურქეთთან და თურქ ხალხთან გულწრფელი ურთიერთობები გვაკავშირებს“ - ირაკლი ღარიბაშვილი

1-turcia-akt-1-mtსაქართველო, 5 აგვისტო, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პრეზიდენტ სერდარ ჩამთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მაღალმთიან აჭარაში, ბეშუმობის დღესასწაულს ქართველები და თურქები ერთად ზეიმობდნენ. შეხვედრაზე საუბარი საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებს და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო.
TIKA-ს წარმომადგენლობა საქართველოში 1994 წლიდან მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში სააგენტოს განხორციელებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო პროექტი - საგანმანათლებლო, კულტურის, ინფრასტრუქტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით.

1-turcia-akt-1-qve