სამართალი
შსს-მ გორში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

1-gori-samart-3საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დავით . მკვლელობის მცდელობის ბრალდებით გორში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა გორში, თავის კუთვნილ ავტომანქანაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ახალგაზრდა მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.