ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აგვისტოს ბოლოს საქართველოს ეწვევა
საქართველო, 4 აგვისტო,
საქინფორმი. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი ორდღიანი იქნება და 26-27 აგვისტოს შედგება.
ვიზიტის ფარგლებში
იენს სტოლტენბერი ნატო-საქართველოს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრს გახსნის. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების პირველ პირებთან.