საზოგადოება
„ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე ბოლო დროს ინტერვიუ არავისთვის არ მიმიცია…“ - ზურაბ აბაშიძე

1-abaS-sazog-2საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. სააგენტო რია ნოვოსტის" ცნობით, პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძემ The Wall Street Journal-ის ჟურნალისტს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობის დალაგების იმედი აქვს, ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება კი უახლოეს მომავალში არ განიხილება.

ბოლო დროს ინტერვიუ ამ თემაზე არავისთვის არ მიმიცია. ეს კომენტარი რაც მოყვანილია სტატიაში, შეიძლება იყო იმის გამოძახილი, რაც 6 თვის წინ დებატების დროს იყო ჩემი განცხადების შემდეგ. განცხადებაში მე ვამბობდი, რომ შეიძლება ნატოში საქართველოს გაწევრიანება დღევანდელი და ხვალინდელი დღე არ იყოს“, - აცხადებს, თავის მხრივ, ზურაბ აბაშიძე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: სტატია სათაურით - საქართველომ რუსეთთან კონფლიქტი შეამსუბუქა" The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა.