რელიგია
ილია მეორე: „ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს!“

1-avto-sazog-1-relig-1საქართველო, 4 აგვისტო, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის განცხადებით, ყოველი ადამიანი უნდა იყოს სხვა ადამიანის გამხარებელი.

მან ასევე გაიხსენა ერთი ადამიანის ამბავი, რომელსაც ჰყავს მანქანა და როდესაც მასთან ახლოს ჩერდება სხვა მანქანა, ის მძღოლს ესალმება და ხელით ანიშნებს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, თავადაც იგივე გააკეთონ.

„მე მინდა, რომ ეს წესი შემოვიდეს ჩვენთან. ვისაც გყავთ მანქანა და ახლოს გაჩერდება სხვა მანქანა, მიესალმეთ და ამით თქვენ მოუტანთ სიხარულს. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა", - აღნიშნა პატრიარქმა.