უცხოეთი
„როგორც სომხეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, მთავრობა ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფების კომპენსირებას სუბსიდირების მეშვეობით მოახდენს“, - დაადასტურა კაბინეტის ხელმძღვანელმა.
1 აგვისტოს ამოქმედდა სომხეთის საზოგადოებრივი მომსახურების დარეგულირების კომისიის გადაწყვეტილება ელექტროენერგიაზე ტარიფის 16.7 პროცენტით გაზრდასთან დაკავშირებით. ივნისის შუა რიცხვებში სომხეთის მთავრობამ ერთელ უკვე გაზარდა ტარიფები, რასაც ერევანსა და სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა. შედეგად, პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის გადაწყვეტილება გაუქმდება.