უცხოეთი
რუსების დამოკიდებულება საქართველოსადმი დადებითი უფროა, ვიდრე უარყოფითი - „ლევადა ცენტრი“

1-levada-zar-3-mtსაქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის სოციოლოგიური კვლევების ანალიტიკურმა ორგანიზაცია ლევადა ცენტრმა 29 ივლისს გამოაქვეყნა ჩატარებული გამოკითხვის შედეგები თემაზე „რუსეთის მოქალაქეების დამოკიდებულება უცხოეთის ქვეყნებისადმი“. გამოკითხვა ჩატარდა 17-20 ივლისს ქვეყნის 46 რეგიონში.

გამოკითხვის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ რუსეთის მოქალაქეები კვლავ ნეგატიურად აღიქვამენ ამერიკას და ევროკავშირს, თუმცა 2015 წლის იანვარში დაფიქსირებულმა მაქსიმალურმა უარყოფითმა ნიშნულმა ზრდა შეწყვიტა და სტაბილური გახდა.

როგორც „ლევადა ცენტრის“ სოციოლოგი ღნიშნავს, შენარჩუნდა პოზიტიური დამოკიდებულება ჩინეთთან (75%), რომელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა უკრაინის კრიზისის ფონზე და ბელარუსთან დამოკიდებულების მაჩვენებელს (84%) მიუახლოვდა. თვით უკრაინისადმი დამოკიდებულების ნეგატივიზმი სტაბილურია: გამოკითხულთა ორი მესამედის პოზიცია უარყოფითია.

რაც შეეხება საქართველოსთან დამოკიდებულებას, 2008 წლის აგვისტოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ ის სტაბილური გახდა და ბოლო ორი წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად მისაღებ დონეზეა შენარჩუნებული: პრაქტიკულად, რუსეთის მოქალაქეთა ნახევარს (თითქმის 45 პროცენტს) საქართველოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს. მონაცემები დეტალურად ასე გამოიყურება: „ძალიან კარგად“ – 6%, „ძირითადად კარგად“ – 39%, „ძირითადად ცუდად“ – 28%, „ძალიან ცუდად“ – 7%, “მიჭირს პასუხი“ – 20%.

1-levada-zar-3-1 1-levada-zar-3-2