შსს-მ 30 აბი „სუბოქსინი“ ამოიღო
საქართველო, 31 ივლისი,
საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე
აჰმედ კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 30 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,23922 გრ ბუპრენორფინს შეიცავს.