სამართალი
„თქვენ მამა მომიკალით, თქვენი ცხოვრებით შეურაცხყოფთ მამაჩემის სულს, ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ და განაჩენსაც მე გამოგიტანთ“ - ზურაბ ჟვანიას ვაჟს დასისხლიანებული ბარამიძე ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს

1-busa-samart-2საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ბათუმში, ზურაბ ჟვანიას ვაჟმა ბესარიონმა, პარლამენტარ გია ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და სცემა, – წერს გაზეთი „ალია“.
გამოცემის წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა ბათუმის ერთ-ერთ კაფეში მოხდა.
,,გია ბარამიძე და ბუსა ჟვანია ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში ერთმანეთს შეხვედრიან. ბარამიძე ჟვანიას ვაჟთან მიდის და იწყებს საუბარს: ,,მე მამაშენის ყველაზე ერთგული მეგობარი ვიყავი, მისი სულის წინაშე მართალი ვარ, ჩემი გაზრდილი ხარ და მინდა ეს იცოდე, მამაშენისთვის არ მიღალატიაო. ბუსა ჟვანია ცდილობს, ბარამიძე ძალიან ზრდილობიანად მოიცილოს თავიდან, მოკრძალებულად პასუხობს: საკმარისია, დაასრულე საუბარი.. მაგრამ ბარამიძე ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ ბუსა მის ვაჟკაცობაში დაარწმუნოს... ბარამიძის უნამუსობით გაცეცხლებული ბუსა ჟვანია ამდენი უსამართლობის მოსმენის ფონზე მდგომარეობიდან გამოდის და ბარამიძეს თავ-პირს უერთიანებს. ჟვანიას ბარამიძისთვის თავში ისე ჩაურტყამს, სისხლიც კი წამოსვლია. ბოლოს კი სულ პანღურით გაუგდია ბუსას შეძახილების ფონზე: „გეტყობათ ყველას, როგორი მეგობრებიც იყავით, არაკაცები ხარ და კიდევ ბედავთ, თავს იმართლებთ და შავზე მიმტკიცებთ თეთრიაო. თქვენ მამა მომიკალით, თქვენი ცხოვრებით შეურაცხყოფთ მამაჩემის სულს, ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ და განაჩენსაც მე გამოგიტანთ",- წერს გაზეთი წყაროზე დაყრდნობით.

დასისხლიანებული ბარამიძე ძლივს გამოუგლეჯავთ ჟვანიას ხელიდან. მეორე დღეს გამწარებული ბარამიძე ბუსა ჟვანიას მობილურ ტელეფონზე ეს-ემ-ეს-ებს უგზავნიდა: „...ეს რა გამიკეთე, ბუსა? მე რატომ? რატომ?.."
ნაცმოძრაობაში" ბარამიძის ცემა-ტყეპას მკაცრად ასაიდუმლოებენ",- წერს გაზეთი.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიორგი ბარამიძე კი გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და განცხადებას ავრცელებს.
სახელისუფლებო არხებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, ჩემი და ჩემი უახლოესი მეგობრისა და ლიდერის შვილთან (რომელიც ჩემს თვალწინაა გაზრდილი) ბუსასთან დაკავშირებით, მინდა ვთქვა, რომ ისევე როგორც ზურას ოჯახის სხვა წევრებთან (რომლებიც პირველ ყოვლისა, არიან ზურას გარდაცვალებით გულმოკლულები) დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება.
მე ზურას საქმესთან დაკავშირებით პირველ ყოვლისა ის მაღელვებს, რომ კვლავ გრძელდება ზურას სახელით სპეკულაცია და მისი ხსოვნის შეურაცხყოფა.
მეც და ზურას სხვა მეგობრები ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზურას ხსოვნას მომავალში შესაბამისი პატივი მიეგოს",- აღნიშნავს ბარამიძე.

http://interfactnews.ge/index.php/sazogadoeba/12876-94520