სამართალი
თავდაცვის სამინისტრო ფონდ "ქართუსთან" ერთად რამდენიმე პროექტს განახორციელებს - 2016 წლის ბოლოს ჯარში ყველა სასადილო ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი იქნება
1-minob-samart-1საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელის განმარტებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რამდენიმე სასადილოს მშენებლობა უკვე დაწყებულია. 
2016 წლის ბოლოს ასეთი იქნება ყველა სასადილო საქართველოს ყველა ბაზაზე. რაც შეეხება თვითონ ამ სასადილოს, დამეთანხმებით, რომ ნამდვილად ნებისმიერ სტანდარტს აკმაყოფილებს და ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო შენაერთებისთვის იქნებოდა სასურველი. ჩვენ უკვე დავიწყეთ რამდენიმე სასადილოს მშენებლობა, მათ შორის მცხეთაში, რომელიც ზუსტად იგივე სტანდარტების შესაბამისი იქნება, როგორიც არის ხონში მდებარე სასადილო", - განაცხადა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა. 
მისივე ინფორმაციით, სასადილოების მოწყობაში თავდაცვის სამინისტრომ დახმარება ფონდ "ქართუს" სთხოვა, რომლის მეშვეობითაც წლის ბოლომდე სამი პროექტი, მომავალ წელს კი კიდევ რამდენიმე განხორციელდება. ვინაიდან პრობლემა ძალიან დიდია, ფულიც ბევრი სჭირდება, სწორედ ამიტომ მე ვთხოვე დახმარება ფონდ "ქართუს" და ის შემოდგომაზე იწყებს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე სამზარეულოს თავიდან მშენებლობას", - აღნიშნა, კერძოდ, თინა ხიდაშელმა და იქვე დასძინა: 
"ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მომავალ წელს, როცა ჟურნალისტებთნ ერთად სამხედრო ბაზებზე შემდეგ ტურნეს დავგეგმავთ, გაჩვენოთ, რომ ყველაფერი, რასაც მიირთმევს ქართული ჯარი, იქნება ქართული. ბუნებრივია, იმ პროდუქტების გამოკლებით, რომელიც არ არის საქართველოში", - განაცხადა ხიდაშელმა.