სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

1-anti-samart-3საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. გამოძიებით დადგენილია, რომ გივი . თვითმმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის სახელით მოქალაქეს დაჰპირდა თელავის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 2734 კვ.. მიწის ნაკვეთის საჯარო აუქციონის წესით შეძენაში დახმარებას, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 13 000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 25-338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 11 წლამდე ითვალისწინებს).