სამართალი
შსს-მ და შემოსავლების სამსახურმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამხრეთ აფრიკის მოქალაქე თბილისის აეროპორტში დააკავა

1-afrika-samart-2საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს ნარკოტრანზიტის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ნომახოსა პუმლა ვინიფრედ . თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, საბაჟო პროცედურების გავლისას დააკავეს.

დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალურ სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც ქართველმა სამართალდამცველებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის რეისით ჩამოფრინდა.