რელიგია
„ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულზე. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა!“ - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან სამშობლოში დაბრუნდა

1-kat-aqtual-1-relig-1საქართველო, 30 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა და აეროპორტიდან სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა.
უწმინდესმა ტაძარი მოილოცა, მრევლი დალოცა და პარაკლისიც გადაიხადა.

უფლის წყალობით და თქვენი ლოცვა-კურთხევით მშვიდობით დავბრუნდით გერმანიიდან, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს.
ექიმებმა ჩაატარეს მკურნალობა, ძალიან რთული მდგომარეობა იყო გულზე. მადლობა უფალს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა. ახლა მოვემზადოთ ილიაობისთვის. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით თქვენ და სრულიად საქართველო", - ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.
სრულიად კათოლიკოს-პატრიარქი გეგმურ-პროფილაქტიკური გამოკვლევებისთვის გერმანიაში 14 ივლისს გაემგზავრა. ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მას გულის სისხლძარღვზე ინვაზიური ჩარევა ჩაუტარდა.