პუბლიკაციები
ლორდთა პალატის ექსვიცე-სპიკერი სტრაზებიანი აზღუდით გამოიჭირეს

1-jon-zar-2-anსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. ბრიტანულმა გამოცემამ The Sun გამოაქვეყნა ახალი ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილია სექს-წვეულებები, სადაც მონაწილეობას იღებდა ლორდთა პალატის ყოფილი ვიცე-სპიკერი ჯონ ნიუელი. 69 წლის ბრიტანელი პოლიტიკოსი ფოტოებზე სტრაზებიანი ლიფით არის გამოსახული.

სავარაუდოდ, ლიფი ერთ-ერთ სექსმუშაკს ეკუთვნის, რომელთანაც პოლიტიკოსი დროს ატარებდა. 26 ივლისს ნიუელი იძულებული გახდა პოსტი დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ვიდეო, სადაც ის ორ სექსმუშაკთან ერთად იყნოსავს კოკაინს. ამასთან, ბრიტანულმა გამოცემამ მოიპოვა ვიდეო, რომელშიც ნიუელი თავის კოლეგებს ბილწი სიტყვებით მოიხსენიებს.

ბრიტანეთის ხელისუფლების ლიდერს დევიდ კემერონს ნიუელმა ”ყველაზე ზედაპირული და სხვების გავლენის ქვეშ მყოფი პრემიერ-მინისტრი” უწოდა.