პუბლიკაციები
ოდესის ექსგუბერნატორმა პალიცამ გადადგომის შემდეგ პირველად გაუკეთა კომენტარი სააკაშვილის ქმედებებს

1-palica-zar-1-anსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. სოცქსელში თავის საკუთარ გვერდზე ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა კომენტარი გაუკეთა ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ამჟამინდელი თავმჯდომარის საქმიანობას.

აი ასეთი სტატია განათავსა სააკაშვილის პრესსამსახურმა. წავიკითხე და ვერც კი გავბრაზდი, უბრალოდ, გულისამრევია. პირველად ეს ქართველი ექსპოლიტიკოსი და იმ ქვეყნის ექსმოქალაქე, რომლის მიღწევებითაც ასე ამაყობდა, 2014 წლის მაისში ვნახე. ის ჩემთან სასტუმროში ჩამოვიდა გასაცნობად და დახმარების შემოსათავაზებლად. ნოყივრად ისადილა და გაემგზავრა. მეორედ 2015 წლის 30 მაისს შევხვდი. სანამ სააკაშვილი აქ არ იყო, ჩვენ ყველამ ერთად მშვიდობა შევინარჩუნეთ, შევარიგეთ ხალხი. დიახ, მე არ ვამტვრევდი ჯებირებს, არ დავდიოდი სხვის დასანახად სამარშრუტო მანქანით, არ დავდიოდი პლაჟზე, არ ვსეირნობდი ველოსიპედით სამუშაო დროს, არ ვაკეთებდი ხმამაღალ და პოპულისტურ განცხადებებს და არ ვძაბავდი დნესტრისპირეთის ირგვლივ არსებულ სიტუაციას. ქრთამებზე ყოველთვის ვაკავებდით ადამიანებს, უბრალოდ ასეთ წვრილმანებზე არ ვიპიარებდით თავს.

ჩემი განკარგულებით, 2014 წლის ბიუჯეტის 95% გზების მშენებლობაზე გავანაწილეთ. ბევრი რამ გავკეთეთ, მაგრამ ყველაფერი ვერა. ჩვენ უბრალოდ ვმუშაობდით და არ ვიპიარებდით თავს. ჩვენ არ გვქონდა იმის უფლება, რომ უკრაინის კანონები დაგვერღვია, რომელიც თქვენ გაქვთ.

P.S. მე მესმის, თუ რატომ გამოხვედით მწყობრიდან და გაიქეცით, როდესაც ტელეკომპანია 1+1-ის  ჟურნალისტმა ნარკოლოგიური შემოწმებისთვის თმის ღერო გთხოვათ. თქვენ იცით, რომ დრო ყველაფერს თვის ადგილებზე დაალაგებს. საქართველოდან თქვენ ხალხმა ქვების სროლით გაგაგდოთ. ვნახოთ, როგორ დატოვებთ ოდესას", - აღნიშნავს პალიცა.