სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალი შეთანხმება გაფორმდა

1-MVD-samart-1-mtavსაქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ და აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს სამართლებრივმა ატაშე კესლინ კანინგმა საქართველოს
შსს-სა და აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს შორის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების სფეროში ახალ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

მემორანდუმი სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების მიზნების მისაღწევად მხარეთა შორის აქტიურ თანამშრომლობას ითვალისწინებს, რაც მოიცავს ბრალდებულისა და დამნაშავეების გამოვლენას, დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო მონაცემების გაცვლას, დაკავებას, დაპატიმრებას, გათავისუფლებას საქმის სასამართლოში განხილვამდე, სისხლისსამართლებრივ დევნას, განაჩენის გამოტანას, ზედამხედველობას და რეაბილიტაციას, ასევე ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლას, დანაშაულის პრევენციას და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით თანამშრომლობას.

1-MVD-sam-1-qvem