აგვისტოს მეორე ნახევარში საქართველო შესაძლოა, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს
საქართველო, 29 ივლისი,
საქინფორმი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მთავარ მილსადანზე თითქმის ერთდროულად იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.
ხელისუფლება ალტერნატიულ ვარიანტად რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენს განიხილავს. თუმცა, შეავსებს თუ არა დეფიციტს ქართული მხარე რუსული გაზით, ჯერ უცნობია, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, თბილისს მოსკოვის 100-მილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი.