აქტუალური
აგვისტოს მეორე ნახევარში საქართველო შესაძლოა, ბუნებრივი აირის გარეშე დარჩეს

1-gaz-aqtual-3საქართველო, 29 ივლისი, საქინფორმი. სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მთავარ მილსადანზე თითქმის ერთდროულად იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება.

ხელისუფლება ალტერნატიულ ვარიანტად რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელ გაზსადენს განიხილავს. თუმცა, შეავსებს თუ არა დეფიციტს ქართული მხარე რუსული გაზით, ჯერ უცნობია, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, თბილისს მოსკოვის 100-მილიონიანი დავალიანება აქვს დაგროვილი.